weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქის და კუმურდოს მეუფე მთელ სოფელს ყიდულობს - „ოაზისი უნდა გავაკეთო“

13:44 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019
მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებსა და ნაკვეთებს მასობრივად ყიდულობს. „ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე“, - აცხადებს მეუფე ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში. მიტროპოლიტი თითო სახლში 2500-2800 დოლარს იხდის და სოფელში „ოაზისის“ გაკეთებას აპირებს.

„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ნატურალური მეურნეობა იქნება. ყველგან კამერები დაყენდება და სახლის მფლობელს თავისი სახლის კონტროლი შეეძლება. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება.

საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. ბიზნესმენები გვეხმარებიან. მინდა, ნამდვილი ოაზისი გავაკეთო“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მიტროპოლიტის კომენტარს. მისივე თქმით, როცა მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.

ბინები და მიწის ნაკვეთები ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრზეა დარეგისტრირებული. 2013–18 წლებში ამ ორგანიზაციამ, რომლის დირექტორიც მეუფეა, ასფარაში 18 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი შეიძინა, აქედან ოთხი საკარმიდამოა.

სოფელი ასფარა ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ისტორიულ სოფელში სულ 32 სახლი დგას და მხოლოდ ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

მეუფეს ისპირიანების სახლის ყიდვაც სურს, მაგრამ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. „ჩემის სახლის ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ 3 000 დოლარი შემომთავაზეს. ამ თანხით რა უნდა ვქნა, ვერსად ვიცხოვრებ. 25 000 დოლარს თუ გადამიხდიან, მივყიდი“, – ამბობს ჰაირაპეტ ისპირიანი.

1996 წლის თებერვლიდან 1998 წლის ნოემბრამდე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი, 1998 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე – ახალციხის, 1999-2001 წლებში – ბოდბის, 2001-2002 წლებში – ცაგერისა და ქვემო სვანეთის, 2002 წლის 17 ოქტომბრიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]