პოლიციამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო გამოძიება სულ 234 შემთხვევაზე დაიწყო. აქედან მხოლოდ 11 საქმეა გახსნილი. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36 %-ით არის გაზრდილი.