weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ ლევან აკინის ფილმში შესაძლო პორნოგრაფიის ნიშნების შესწავლა დაიწყო

16:54 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესაძლო პორნოგრაფიის ნიშნების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება," - აღნიშნა ცაციაშვილმა.

ფილმის შესაძლო პორნოგრაფიულ შინაარსზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა. მისი თქმით, ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

ლორთქიფანიძე ჩვენების გადადებას ითხოვს, ვიდრე ფილმის პორნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მიხედვით, პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ფილმის ჩვენება თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ბილეთები სრულად გაყიდულია. ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებია ჰომოფობიური ჯგუფები. ფილმის ჩვენების წინააღმდეგია საქართველოს საპატრიარქოც.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად.

„არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თვისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად. მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული,“ - აღნიშნა სირაძემ.

შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთს ოსკარზე აქვს წარდგენილი.

ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წლის მაისში შედგა. და ჩვენ ვიცეკვეთორი ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმის ტრეილერის თანახმად, ისინი ერთმანეთს ცეკვის ეროვნულ ანსამბლში შეხვდებიან.

ფილმი უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია. ბოლოს, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]