weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ გამოიყურებოდა ახტალა 88 წლის წინ - უნიკალური კადრები

15:02 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

საქართველოს ეროვნულ არქივში კურორტ ახტალის უნიკალური კადრებია დაცული, რომელიც 1929 წლით თარიღდება. კადრები თელაველმა ოპერატორმა ფერდინანდ გეგელემ გადაიღო და შესულია რეჟისორ ედუარდ სუპატაშვილის დოკუმენტურ ფილმში „საქართველოს კურორტები“.

დოკუმენტურ მუნჯ ფილმში აღნიშნულია, რომ ახტალის ტალახი თავისი სამკურნალო თვისებებით კავკასიაში კარგად არის ცნობილი. ნაჩვენებია ტალახის შეგროვების და გადატანის პროცესი, ასევე სამკურნალო პროცედურები. ფილმში აღბეჭდილია გურჯაანის რკინიგზის სადგურიც. 

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ტალახის სამკურნალო თვისებების შესახებ ინფორმაცია დაცულია მე-18 საუკუნის წყაროებში, მათი საფუძვლიანი შესწავლა კი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]