weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამტრედიაში 24 წლის ბიჭს ვერ კრძალავენ - მღვდლებმა წესის აგებაზე უარი თქვეს

23:14 ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019

სამტრედიის რაიონში 24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში 5 ნოემბერს დაიღუპა. ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას შაბათს, 9 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა გადადეს იმის გამო, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა შაკოსთვის წესის აგებაზე უარი თქვეს. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის“ წესის აგება აკრძალული აქვს. შაკოს „გირჩის ეკლესიის - ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა იმ მიზნით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლებულიყო.

„მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ისინი „სხვა ეკლესიის მღვდელმსახურს წესს ვერ აუგებენ. „გირჩმა“ აუგოს წესი, ხომ ამბობენ მღვდელმსახურები ვართო. ჩვენ რატომ მოგვმართავენ?“

კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, 2017 წელს, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასზე ადამიანი გათავისუფლდა.

 

სამტრედიაში 24 წლის ბიჭი ისე დაკრძალეს, რომ ეკლესიამ წესი მაინც არ აუგო

 

ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჯარს - ღარიბაშვილი „გირჩის ეკლესიაზე“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]