weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სოფელ კოდისწყაროსთან ახლოს რუსმა სამხედროებმა ორი ადგილობრივი დააკავეს

00:45 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე 63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი და 59 წლის რამაზ ზადიშვილი დააკავეს. ადგილობრივები პირუტყვს მწყემსავდნენ. რუსმა სამხედროებმა დაკავებულები ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.

„ორი ადამიანია დაკავებული, ორივე კოდისწყაროში ცხოვრობს. საქონელს მწყემსავდნენ. ზურაბ ტუხიაშვილმა დარეკვა მოასწრო, დაგვიჭირეს და პირუტყვს მიხედეთო“, - ამბობს სოფელში მერის წარმომადგენელი გია გოჭოშვილი.  

ტუხიაშვილისა და ზადიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 39 ადამიანი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]