weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

12:41 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019
ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა აჭარის ტელევიზიის ფოტო

აჭარაში, ქედაში დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ავტობუსი ბათუმიდან ქედის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

13 დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ქედის კლინიკაში აღმოუჩინეს, ორი კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ 6 თვეში 2729 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 224 და დაშავდა 3708 ადამიანი.

ყველაზე ხშირად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]