weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მესაზღვრეების ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული რეისები განაახლა

16:25 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019
მესაზღვრეების ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული რეისები განაახლა სასაზღვრო პოლიციის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თუშეთის მოსახლეობის გადაადგილების მიზნით, ყოველკვირეული რეისები განაახლა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, თუშეთში საავტომობილო გზის გახსნამდე ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად ვერტმფრენი რეგულარულად იფრენს.

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან ომალოს მიმართულებით, ადგილობრივებისთვის სამოქალაქო ფრენები 2017 წლის მარტიდან სრულდება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით.

აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო თუშეთის გზა ნოემბერში იკეტება და მაისის ბოლომდე ვერ ხსნიან. ვერტმფრენით მგზავრობა უფასოა.

ვერტმფრენში მგზავრების დაშვება მოხდება მხოლოდ წინასწარ შედგენილი სიით. მგზავრთა სიას გამგზავრების მიზნისა და გადასატანი ტვირთის ოდენობის მითითებით, ადგენს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ლადო კახოიძე (ტელ: 591 01 01 92) სასაზღვრო პოლიციასთან კოორდინაციით.

წესების მიხედვით, დაუშვებელია მოქალაქის გამგზავრება მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე.

წელს მთელ თუშეთში 23 ადამიანი გამოიზამთრებს, აქედან თითო-თითო კაცი სოფლებში - ჭეშოში, ჩიღოსა და ბოჭორნაში, 3 ადამიანი შენაქოში, დანარჩენი კი ომალოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]