weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყვარლის მერიაში მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

18:19 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019

მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად მოსახლეობა მიწას მარტივად, ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმოიფხვრება ყველა ის სირთულე, რომლებსაც მოქალაქეები მიწის რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

საინფორმაციო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე  პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

R - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]