სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ემზარ კვიციანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში გუშინ დაადასტურა, რომ ბექა კვიციანი მისი ძმისშვილია და ის მიხედავს. დეპუტატმა თქვა, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული მან იპოვა.