საჯარო სკოლების საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე, დასკვნითი ეტაპი იწყება. პენსიონერ პედაგოგებს, რომელთაც არ აუმაღლებიათ სტატუსი, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წლის ბოლომდე, მეორედ აქვთ ორი წლის ჯამური ანაზრაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა.
ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით მასწავლებლების რეგისტრაცია 2019 წლის 14 ნოებმრიდან 29 ნოებრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.