პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ ერთმანეთს ესროლეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „რეგინფოს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა.
ლაჯანაში პოლიციელების მკვლელობის საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. როგორც რეგინფოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.