დღეიდან, სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში 10 000 ლარი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს გაეწია, გამოყოფილმა თანხამ 197 843 ლარი შეადგინა.