weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ი ახალგორში 96 წლის გორა ღარიბაშვილის დაკავებას არ ადასტურებს

23:15 ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის რაიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილის დაკავების შესახებ.

სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.

საინფორმაციო საშუალებებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 96 წლის გორა ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორა ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გასულ წელსაც დააკავეს.

გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ ცდილობენ, რომ პაპა ახალგორისკენ არ გაეპაროთ. მოხუც კაცს მშობლიური მიწისა და სოფლის ნოსტალგია აქვს. სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა არიანო დასაფლავებული. შარშან როცა გაიპარა, რუსებმა დააკავეს.

ცუდად გამხდარა და გარკვეული ხანი ახალგორშივე უპატრონეს ნათესავებმა. მერე გამოუშვეს“, - ციტირებს qartli.ge ქვემო ჭალაში კასპის მერის წარმომადგენლის სტეფანე მესროფაშვილის კომენტარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]