weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

21:40 სამშაბათი, 17 დეკემბერი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა და ისინი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.

„მეზღვაურები ლიბიაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ქართველი მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს. მათ ლიბიის სასამართლომ ბრალი წაუყენა ნავთობის უკანონო გადაზიდვისთვის, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლისა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენებაში. საბოლოოდ მათ დარჩათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვა და მიესაჯათ 6- თვიანი პატიმრობა და დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ექვივალენტი ჯარიმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული, აამუშავეს ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი. მისივე განმარტებით, ჯარიმა არ გადახდილა და ადვოკატის აქტიურობით სანქციაც მოიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]