ხონე პირიქითა ხევსურეთში რუსეთის საზღვრისკენ მდებარე ყველაზე ბოლო სოფელია, შატილიდან 20 კილომეტრში. სოფელში მუდმივად შეთეკაურების 4 ოჯახი ცხოვრობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილას ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე მაშველები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რეინჯერები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ. სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის თქმით, სოფელზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
სავარაუდოდ ცეცხლი მწყემსის დაუდევრობით გაჩნდა.