weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლის მამაკაცი სავარაუდოდ მოკლულია

20:53 ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერასტი ღულელაური საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ კასრისწყლის მცხოვრებლებმა უთხრეს, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, 2 დღის განმავლობაში არ ჩანდა, სახლის კარი კი გარედან იყო დაკეტილი, რის გამოც პოლიციას მიმართეს.

ცხედარი საცხოვრებელ სახლში პოლიციელებმა აღმოაჩინეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა და ის სავარაუდოდ, დაყაჩაღების დროს მოკლეს.

კასრისწყლის მცხოვრებლების თქმით, გარდაცვალებამდე მამაკაცს ძროხები რამდენჯერმე მოპარეს, რაზედაც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა, მაგრამ სამართალდამცავებმა ქურდი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს, თუმცა საქმეს კვალიფიკაცია შესაძლოა შეეცვალოს.

კასრისწყალი ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, თუმცა დედოფლისწყაროს მხარეს, შირაქის ველზე მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]