შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა და დაჭრა.
გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება.