weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კასრისწყალში 84 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით თანასოფლელი დააკავეს

00:03 ხუთშაბათი, 19 დეკემბერი 2019

პოლიციამ ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერასტი ღულელაურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თანასოფლელი, 64 წლის ჯ.უ. დააკავა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერასტი ღულელაურმა რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა და სავარაუდოდ ის დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

84 წლის კაცი მარტო ცხოვრობდა, 2 დღის განმავლობაში არ ჩანდა, სახლის კარი კი გარედან იყო დაკეტილი, რის გამოც მეზობლებმა პოლიციას მიმართეს. ცხედარი საცხოვრებელ სახლში პოლიციელებმა აღმოაჩინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]