weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი

13:13 პარასკევი, 28 ივლისი 2017

დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაზე 3-5 ბალიანი შტორმი იქნება.

ბათუმის სანაპირო ზოლზე მაშველებმა წითელი ალმები უკვე აღმართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შაბათ-კვირას ბათუმსა და ქობულეთში იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა 26-28 გრადუსი იქნება, ღამით კი 18-23 გრადუსი.

საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]