დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: მატარებელი თბილისი-ზუგდიდი-თბილისი N878/877 თბილისიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე. ზუგდიდიდან გამოვა 19:10 საათზე და თბილისში ჩავა 0:35 საათზე.
მატარებელი, თბილისი-ბათუმი-თბილისი N808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:00 საათზე და თბილისში ჩამოვა 22:00.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია