weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააპელაციო სასამართლომ დავით ქაცარავას 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

11:24 შაბათი, 28 დეკემბერი 2019

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, 1000 ლარის ოდენობით. ამით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქაცარავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

საქმე ეხება სოფელ ხურვალეთში, 2019 წლის 20 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც რამდენიმე ადგილობრივთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხეულის დაზიანებები მაშინ დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.

„ამ საქმეში, რომელშიც მე ერთდროულად დაზარალებული და ბრალდებული ვარ, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. აქვე ვაცხადებ, მოსალოდნელია შემდგომი პროვოკაციები, რომლის დამკვეთი ხელისუფლება იქნება, ვის შეარჩევს შემსრულებლად, ამას ვნახავთ“, - აცხადებს ქაცარავა და აგვისტოში მომხდარ ინციდენტს „ტიტუშკების“ თავდასხმას უწოდებს.

დავით ქაცარავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მასთან ერთად ამავე საქმეში ხურვალეთში მცხოვრები ხვიჩა ხუროშვილია ბრალდებული.

პროკურატურა რაიონულ სასამაღკვეთის ღონისძიების სახით დავით ქაცარავასთვის 5 000 ლარის ოდენობის გირაოს, ხუროშვილისთვის კი 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 11 თებერვალს დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]