weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 35 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ქმარი დააკავეს

17:40 კვირა, 29 დეკემბერი 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ცხედარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ეზოში ნახეს. გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და მას მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

„აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის სახლის ეზოში, რომელიც გარდაცვლილის და დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი დეპუტატის მეზობელია. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ეს ფაქტი დეპუტატის სახლში მოხდა, რაც არასწორია. სინამდვილეში ამ ფაქტთან მაჟორიტარს არანაირი შეხება არ ჰქონია“, - ციტირებს სააგენტო „ლაივპრესი“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას კომენტარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]