weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს

19:43 კვირა, 29 დეკემბერი 2019

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, თიბისის სამაჯურის გამოყენებით შეძლებს. თიბისის სამაჯურით გადახდა ბევრად მარტივი და კომფორტულია და ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო.

სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვა გამძლე პროდუქტია და მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული. გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაა საკმარისი. თიბისის სამაჯურით ასევე შესაძლებელია  ბანკომატიდან თანხის განაღდებაც.

თიბისის სამაჯურით სარგებლობისას მომხმარებელს დამატებითი ნივთების ტარების საჭიროება აღარ ექნება. გადახდა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას, სრიალისას, აუზზე თუ სპორტდარბაზში ყოფნისას.

თიბისის სამაჯურის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ვებ-გვერდზე https://www.tbcpayment.ge/ka/ სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სამაჯურის და მისი გამოყენების შესახებ.

მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე დიზაინისა და ფერის თიბისის სამაჯური.

R - თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]