weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანრი ოხანაშვილს ქვეყნის გამყიდველი ვუწოდე და დამაპატიმრეს - ვახტანგ რობაქიძე

17:38 ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც სამართალდამცავებმა პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.

„მას დიდი ხანია ვიცნობ და არვიცი, რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. მას მივმართე, რომ ის ქვეყნის გამყიდველია, მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია“, - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ვახტანგ რობაქიძემ. პროცესის დასრულების შემდეგ კი თქვა, რომ ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარია.

მოსამართლე მანანა ჩიტიშვილის განმარტებით, ვახტანგ რობაქიძე წარსულში ნასამართლევია ხულიგნობისთვის, რომელიც გაქარწყლებული აქვს, თუმცა „მიდრეკილია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ. მაშინ ჯარიმა ჰქონდა განსაზღვრული, ამ შემთხვევაში კი სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯარიმა ვერ შეასრულებდა ადმინისტრაციული სახდელის მიზნებს. დღეები დავაკელით იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა აღიარებას და მონანიებას“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის შელაპარაკება 14 იანვარს, ბაკურიანში, ერთ-ერთ კაფე-ბარში მოხდა, სადაც ოხანაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. ოხანაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი მის მიმართ აგრესიული გახდა, იწევდა, ემუქრებოდა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მიახლოებას ცდილობდა. პოლიციამ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა რობაქიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არვიცი სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა“, - თქვა რობაქიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]