weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

18:48 ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დავით-გარეჯში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი იჩუკაიძეს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით).

დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გიორგი იჩუკაიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახმეტის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრები გიორგი იჩუიკაიძე 14იანვარს დააკავეს. სამინისტროს ცნობით, იჩუკაიძე იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გიორგი იჩუკაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]