weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

21:48 ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გრიპის B ტიპის ვირუსი გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო.

22 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გართულებული პნევმონიით 19 იანვარს მოათავსეს, მოგვიანებით კი ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახის წევრებს პაციენტის თბილისში გადაყვანა სურდათ. ის ტრანსპორტირებისას გზაში დაიღუპა.

ეს ამ სეზონზე საქართველოში გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურეს და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართონ.

„გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]