weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცაგერში მანქანა ცხენისწყლის არხში გადავარდა, დაიღუპა 3 ადამიანი

12:58 პარასკევი, 24 იანვარი 2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, გუშინ, გვიან საღამოს, ავტომანქანა მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. მანქანაში მსხდომი სამივე ადამიანი 26 წლის თ. ჭ; 32 წლის ა. მ. და 60 წლამდე ასაკის ჯ. კ. დაიღუპა. მაშველებმა ერთი ცხედარი გუშინვე ამოიყვანეს, მეორე დღეს დილით. ერთ ახალგაზრდას კი გვირაბში, რომლითაც ცხენისწყალი ლაჯანურის წყალსაცავს უერთდება, ამ დრომდე ეძებენ. სამივე გარდაცვლილი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია.  

ადგილობრივების ინფორმაციით, 23 იანვარს, საღამოს ცაგერში ცუდი ამინდი იყო, რამდენიმე ადგილას გზა მოიყინა კიდეც, რის გამოც შესაძლოა, მანქანა მოცურდა, ცხენისწყლის არხის ჯებირს შეასკდა და ხევში გადავარდა. წყლის სწრაფმა დინებამ მანქანა გვირაბისკენ წაიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა.

2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]