weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

1-ლი თებერვლიდან წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური შემცირდება

10:32 შაბათი, 25 იანვარი 2020

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), იქ, არსებული საფასური ნარჩუნდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, სემეკ-მა საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში - რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გააორმაგა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]