weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისში ნარკოტიკების დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11:45 შაბათი, 25 იანვარი 2020

„რეგინფოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, რომელიც პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დამზადებასა და გავრცელებას ეხება, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

18 იანვარს „რეგინფომ“ გამოაქვეყნა მასალები, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობაში გაზრდილია არასრულწლოვნების მიერ მარიხუანისა და კანაფის მოხმარება, მათ შორის საჯარო ადგილებში, სკვერებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

რეპორტაჟში ნაჩვენები იყო ადგილები, სადაც კუსტარულად ხდება ე.წ. „კრაკადილის“ და „ვინტის“ დამზადება, რომელსაც ახალგაზრდები იქვე მოიხმარენ.

„კრაკადილის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგი აქვს. ნანემსრის ადგილას წარმოიქმნება ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზი, ჩნდება ჩირქოვანი ქერქით დაფარული წყლულები, ინფექცია ხშირად ძვლამდე ვრცელდება და ადამიანი ლპობას იწყებს.

„რეგინფოს“ ვიდეორეპორტაჟში რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივმა პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა არაფერს აკათებდნენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რომ რეაგირებისთვის მან თავად მიმართა როგორც დუისის განყოფილებას, ასევე ახმეტის პოლიციის სამმართველოს.

უხუცესთა კავშირის წევრის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, რადგან პოლიცია ნარკოტიკების გავრცელების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, ისინი მოხალისეთა რაზმების შექმნას აპირებენ იმ პირთა გამოსავლენად და შესარცხვენად, ვინც ამ საქმიანობას ეწევა.

ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების აღკვეთისკენ მოუწოდა ადგილობრივებს პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ზურაბ ქავთარაშვილმა. მისი თქმით, „ამ სენს ყველა წინ უნდა აღუდგეს“.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები პანკისში ნარკოტიკების გავრცელებას ხეობაში დაგროვილი პრობლემებით ხსნიან. მათი თქმით, ახალგაზრდების არასწორ გზაზე დადგომას ხელს ისიც უწყობს, რომე ხეობაში არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდები სოფელ ჯოყოლოში, რომელიც ხეობის გეოგრაფიული ცენტრია, მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]