მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
25 იანვარს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მანქანაში მსხდომი სამი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მამა დაიღუპნენ, დედა კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
23 იანვარს მანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელშიც. დაიღუპა სამი ადამიანი.
საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა.