weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩინეთიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები დროებით შეწყდა

19:37 ოთხშაბათი, 29 იანვარი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება (N164) გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე.

გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.

აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოების და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]