მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული მაღალმთიან რეგიონებშიც. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო ვერ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც გზა დღეს არ გაიხსნება.