weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მთიულეთში ციხისოფლამდე მისასვლელი გზა პირველად გაიჭრა

16:12 შაბათი, 01 თებერვალი 2020

დუშეთის რაიონში ციხისოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა პირველად გაიჭრა. სოფელი ჟინვალი-ფასანაურის გზიდან 6 კილომეტრშია, ოკუპირებული ახალგორის რაიონთან ახლოს. ციხისოფლიდან ერთ კილომეტრში რუსი სამხედროები დგანან. სოფელს სამანქანო გზა არასდროს ჰქონია, არც შუქი ჰქონდათ, ტელეფონიც ყველგან არ იჭერს. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ციხისოფელი დაიცალა. ახლა იქ მხოლოდ სამი ოჯახიღა ცხოვრობს.

დგნალიდან ციხისოფლამდე 3 კილომეტრიანი სამანქანო გზის გაჭრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხერხდა. სოფელს დაახლოებით 20 ათასი ლარი შეხვდა. გზა გრუნტის არის და გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანებს შეუძლიათ.

„ამ გზამ მომიღო ბოლო. მხოლოდ მე კი არა, ყველას. ერთო რომარა ფქვილის მოტანა რომ გვინდოდა, ვირსაც კი უჭირდა. ნახევარ-ნახევარი ტომარა ამოგვქონდა. ახლა რა გვიჭირს? ბედნიერები ვართ. შუქიც გვაქვს. მზის პანელები დადგეს. მანამდე კელაპტრის შუქზე ვიყავით, ნავთიც აღარ იყიდებოდა“, - ამბობს ციხისოფლის მკვიდრი აისა ჭიკაიძე.

სოფელში შემორჩენილ სამივე ოჯახს მზის პანელები უშუქო სოფლების ელექტროფიცირების პროგრამის ფარგლებში დაუდგეს. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატია, რაც საკმარისია ერთდროულად ნათურაც აანთონ, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამუშაონ.

დე ფაქტო საზღვართან უგზოდ, უშუქოდ, უტელეფონოდ, მარტო დარჩენილი ქართული სოფლიდან „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 2018 წლის აპრილში მოამზადა, რის შემდეგაც ციხისოფლის პრობლემები სატელევიზო არხებმაც გააშუქეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]