weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირის მხარდაჭერით ზემო სვანეთში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

18:35 შაბათი, 01 თებერვალი 2020

ორგანიზაცია „ქეა ავსტრია“ „პი-ემ-სი კვლევით ცენტრთან“ პარტნიორობით აცხადებს საგრანტო კონკურსს მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში ეკონომიკური განვითარების, აგრეთვე, სოციალური და არაკომერციული პროექტების დასაფინანსებლად.

კონკურსი მოიცავს მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის, ხაიშის, ჭუბერის, ნაკრის, ლახამულას, ფარის, ეცერის, ცხუმარის, ბეჩოს, ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, წვირმის, იფარის, კალასა და უშგულის ტერიტორიულ ერთეულებს.

საგრანტო პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.

საგრანტო კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: I ეტაპი - საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენა; II ეტაპი - სრული საპროექტო წინადადების წარდგენა. ამ ეტაპზე ცხადდება საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ განმცხადებელთა მიერ საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენას. I ეტაპის საპროექტო იდეების კონკურსის გამარჯვებულები გადავლენ კონკურსის II ეტაპზე და მიწვეული იქნებიან სრული საპროექტო წინადადების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსში გამარჯვებისთვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს კონკურსის ორივე ეტაპი.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა განმცხადებლებმა საკუთარი პროექტის შესახებ ზეპირი პრეზენტაცია უნდა წარუდგინონ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს. საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 15 მარტი 2020 წ. 18:00 სთ.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ორი ტიპის პროექტი: კომერციული და სოციალური. თითოეული კომერციული პროექტის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს 3 000-დან 25 000 ევრომდე (ეკვივალენტი ლარში).

კომერციული გრანტები გაიცემა ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს: 1. სოფლად მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას; 2. ადგილობრივ ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობით, სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლების დამატებით წყაროთა გაჩენას; 3. ახალგაზრდების, ქალების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას; 4. ადგილობრივი, ბრენდული პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და მარკეტინგს; 5. ეკონომიკურად მომგებიანი და ეკოლოგიურად მდგრადი ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვას; 6. ბიოწარმოების განვითარებას; 7. სოფლად წარმოების, გადამუშავებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება სოციალურ და არაკომერციულ პროექტებს, მოიცავს: სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციისკენ მიმართული პროექტები - განისაზღვრა 3 000-დან 30 000 ევროს (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. პირველ ეტაპზე დაფინანსებული სათემო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციისკენ მიმართული პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 210 000 ევროს; ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტები, მათ შორის, საზაფხულო სკოლები, შემეცნებითი-სასწავლო პროგრამები, ტრენინგები - განისაზღვრა 1 000-დან 8 000 ევრომდე (ეკვივალენტი ლარში). პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების, რომლებიც იქნება მიმართული ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ.

საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხილეთ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024).

განაცხადის ფორმები შეგიძლიათ ნახოთ აქ: კომერციული პროექტებისთვის

სოციალური და არაკომერციული პროექტებისთვის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]