weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები პოლიციამ სოფელ ქერეში არ შეუშვა

19:36 შაბათი, 01 თებერვალი 2020
qartli.ge-ს ფოტო qartli.ge-ს ფოტო

გორის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობამ სოფელში პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოსთან გამართა. აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები სამართალდამცავებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მითითებით სოფელში არ შეუშვეს.

ქერეში აღარც სკოლა აქვთ - განათლების სამინისტრომ დახურა, არც საბავშვო ბაღი, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც აქვს. ამასთან, აქციის მონაწილეები სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რომ მთის კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები მათზეც გავრცელდეს. ქერე ზღვის დონიდან 840 მეტრზე მდებარეობს.

ქერედან ბავშვები მეზობელი სოფლების მერეთისა და ტყვიავის სკოლებში დადიან.

„ტრანსპორტი კი გვემსახურება, თუმცა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ მგზავრობა რისკებთანაა დაკავშირებული.

მერეთის სკოლაში ფართი არ გვყოფნის. მოსწავლეთა ნაწილს გაკვეთილები დერეფნებში უტარდება. ბავშვების ნაწილი მეორე ცვლაში სწავლობს, კლასებში ცივა, მანძილის სიშორის გამო სახლშიც გვიან ბრუნდებიან და გაკვეთილების მომზადებასაც ვერ ასწრებენ“, - ამბობს უფროსკლასელი ნუგზარ ელიკაშვილი qartli.ge-თან საუბარში.

აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე შეხვდნენ.

„2020 წელი ქერეს წელიწადი იქნება“, - დაპირდა ქერეს მცხოვრებლებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი. მისივე თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზის მშენებლობა მალე დაიწყება, მუშაობა მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნითაც. დაგეგმილია სკოლის რეაბილიტაციაც, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა განათლების სამინისტროს კომპეტენციაა. მერმა განმარტა, რომ ქერეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ვიქტორია კლიმიჩევას განცხადებით, ქერეში ჟურნალისტები იმის გამო არ შეუშვეს, რომ სოფელი საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]