საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს.სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა. იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.