საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 2 დღის განმავლობაში აკრძალული იყო და მოძრაობა 2 თებერვალს აღდგა.