weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

09:06 ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში, 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.  ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას  გააერთიანებს. მთელი დღის მანძილზე  თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს, სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ. ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით. წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები. 

ღონისძიება ოფიციალურად ვაკის მედიათეკაში გაიხსნა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს როსტომ ჩხეიძემ, ზვიად კვარაცხელიამ, ნათია ფურცელაძემ და გიორგი ლობჟანიძემ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლევან ბერძენიშვილთან, ანა კორძაია სამადაშვილითან და დათო გორგილაძესთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი“.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის პარტნიორია „Litworld“. ღონისძიების მეგობარია თიბისი.   

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]