წინამძღვარი ამბობს, რომ მოკლულსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი არ ყოფილა. „შუადღეს მითხრეს, რომ ერთ-ერთ კელიაში ადამიანი იყო გარდაცვლილი. პოლიცია გამოვიძახეთ. მერე გავარკვიეთ, რომ ის პირი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელია, ნასამართლევი იყო და დიდი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა. ახლა გაქცეულია და ეძებენ“, - უთხრა წინამძღვარმა „რეგინფოს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.