weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია იცვლება

09:55 ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

„ამასთან, ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმის გამო, რომ სიღარიბის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი უმუშევრობაა, აქტიურად დაიწყება სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობა, რაც მოქალაქეს ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს გახდის.

„მოსახლეობის დასაქმების უკეთესი ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ განახორციელა სისტემური ცვლილება და შექმნა დამოუკიდებელი, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“

ეს უწყება მოქალაქეებს შესთავაზებს სრულ სერვისს სამუშაო ადგილების მოძიების, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის, პროფესიული უნარების შეფასების, განვითარებისა და სტაბილური დასაქმებისთვის.

ამავდროულად სახელმწიფო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხზე. ამ შესაძლებლობის განვითარების მიზნით, ადამიანისა და შრომის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]