weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხის მერი ქუჩის მოასფალტების ამსახველ ფოტოზე ფოტოშოპით ჩასვეს

15:32 პარასკევი, 07 თებერვალი 2020

3 თებერვალს, ფეისბუკში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის დაგების პროცესია გადაღებული, მერი კი ფოტოშოპითაა ჩასმული.

მუნიციპალიტეტის მერი ფოტოფაბრიკაციაში 4 თებერვალს ლაგოდეხში მომუშავე ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა ამხილა, რის შემდეგაც მერის გვერდიდან ფოტო წაიშალა. ჯონდო მდივნიშვილს ფეისბუკში პირადი გვერდიც აქვს, რომელზეც ეს ფოტო არ გამოქვეყნებულა. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ფაბრიკაციაში მხილების შემდეგ ლაგოდეხის მერმა დავით ჭაბაშვილს ვიდეოს წაშლა სთხოვა. ჭაბაშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს. მის გვერდზე ვიდეო ამ დრომდე განთავსებულია (შენიშვნა: დავით ჭაბაშვილის ფეისბუკ გვერდზე ამჟამად ვიდეო აღარ იძებნება).

 

„რეგინფო“ ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს ესაუბრა. „რა იყო ახლა მაინდ ასეთი ყველა პოლიტიკური მოვლენა რომ გადაფარა? სხვადასხვა ვერსიები გვაქვს.

- ფოტო რომ ნამდვილი არ იყო, ადასტურებთ?

- ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, ამაზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს.

- შეიძლება მერიის რომელიმე თანამშრომელმა გააკეთა, მაგრამ თქვენ იცოდით? თქვენთან შეთანხმებული იყო ეს ფორმა? ვინმესთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა ხომ არ დაგიკისრებიათ? ან ვინმემ განზრახ გაგიკეთათ?

- ჩემი პოზიცია ისეთია, რომ ცუდიც ჩემს მხარზეა და კარგიც. კონკრეტულად ამ შემთხვევაზე არ მინდა ვისაუბრო.

- თქვენ ხართ ამ გვერდის ადმინი თვითონ?

- ამ კითხვებს არ ვუპასუხებ თუ შეიძლება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლიკა სამყურაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ეს ფოტო ტექნიკური ხარვეზი იყო და მალევე წაიშალა.

- ტექნიკური ხარვეზია ეგ მერი ფოტოშოპით რომ ჩასვეს?

- ტექნიკური ხარვეზია კი.

ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მერი 2017 წლის ნოემბრიდანაა. 2013-2017 წლებში მუშაობდა  „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველად; 2008-2013 წლებში ამავე ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]