ფინკა ბანკის ეს უნიკალური პროდუქტი ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საკრედიტო ლიმიტი არის ბარათზე არსებული წინასწარ დამტკიცებული თანხა. თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე განაღდება ბანკომატიდან; მიმზიდველი და მოსახერხებელია ის, რომ საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე - მომხმარებელი ყოველთვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.
საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო). საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500, ხოლო მაქსიმალური – 4000 ლარია.
აქციის პერიოდში საკრედიტო ლიმიტი მომგებიანია - მარტივად აიღეთ საკრედიტო ლიმიტი, დახარჯეთ თანხის მინიმუმ ნახევარი და სურვილების ასრულებასთან ერთად ანგარიშზე 50 ლარამდე თანხა დაიბრუნეთ.
საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი აქ ან დაგვირეკეთ *4949
R - ფინკა ბანკის ინფორმაცია