კომპანიაში აცხადებენ, რომ მაშველები მუშაობას ხვალ დილიდან გააგრძელებენ. ვარაუდობენ, რომ ზვავის ქვეშ მოყოლილი ადამიანი გარდაცვლილია. ის რუსეთის მოქალაქეა.
„რეგინფოს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში უთხრეს, რომ შემთხვევა სასრიალო ტრასაზე არ მომხდარა. „ყველგან დგას ამკრძალავი ნიშნები, სადაც ზვავსაშიშროებაა. ისინი გადავიდნენ ამ ნიშნებს იქით, სადაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.