weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუდაურში 27 წლის მამაკაცი მოკლეს, ერთი პირი დაჭრეს

21:56 კვირა, 16 თებერვალი 2020

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული მ. კობიაშვილი განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული ყაზბეგის რაიონის მკვიდრია და სამხედრო მოსამსახურეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ. გორთამაშვილს და 1994 წელს დაბადებულ დ. სეთურიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ. გორთამაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ. სეთურიძე გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება კლუბში მოხდა, რა დროსაც მ. კობიაშვილი ცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს. ამის შემდეგ, კობიაშვილმა მანქანიდან იარაღი ამოიღო და იქ მყოფების მისამართით ისროლა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]