გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ტელმან მუსტაფაევი ნასამართლევია სიდედრის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ და ქალს ყოფილ მეუღლესთან შერიგება არ უნდოდა, რასაც ბოლო ერთ წელში კონფლიქტი რამდენჯერმე მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილმა ქმარმა ხათირა ჰუსეინოვას სასიკვდილო ჭრილობები ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. ყელში დაჭრილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ტელმან მუსტაფაევი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.