weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

13:52 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020

ქართველი რეჟისორი, სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

იგი რეჟისორია ფილმებისა: „ალავერდობა“ (1963), „მაცი ხვიტია“ (1965), „ფიროსმანი“ (1969), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (1984), „ხარება და გოგია“ (1987), „სიყვარული ვენახში“ (2000), „მიდიოდა მატარებელი“ (2005) და სხვა; გადაღებულია ფილმებში: დათო („ჩვენი ეზო“, 1956), გიორგი („ოთარაანთ ქვრივი“, 1957), ვაჟა („ქვიშანი დარჩებიან“, 1976), გელა („ამბავი ერთი ქალიშვილისა“, 1960), გოგია („რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, 1965).

მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „დრაკონი“ და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“ (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]