weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება დაიწყო

21:48 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში 2020 წლის 17 თებერვლიდან საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განახლდა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის და ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვთ სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი და მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ გამოიმუშავონ ბონუსი.

პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია ყველა ქალაქში, სადაც ფინკა ბანკის ფილიალებია განთავსებული.

პროგრამა სამთვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, ასევე, მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო: აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე, ტესტირება და ინდივიდუალური გასაუბრება.

სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და მსმენელების 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 17 თებერვლიდან 17 მარტამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.

R - ფინკა ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]