weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს

11:31 სამშაბათი, 18 თებერვალი 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების  თანამშრომლებისა და რეინჯერების 2020 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს.

„დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის ბუნების ფონდს, რომელიც წლებია სააგენტოს რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადამფინანსებლები არიან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.

როგორც კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ ფონდს შესაძლებლობა აქვს იყოს თანადამფინანსებელი დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]