weather cur horoscope tv
ოქტომბერი 12, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

22:26 ოთხშაბათი, 26 თებერვალი 2020

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ლუგარის“ ლაბორატორიის ანალიზით დადასტურდა, რომ კორონავირუსი აქვს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ, 26 თებერვალს შემოდიოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სიმპტომების აღმოჩენისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალურმა ბრიგადამ მამაკაცი საბაჟოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჰოსპიტალიზებულია ამ პირის მეგობარიც, რომელიც მას თან ახლდა, თუმცა ლაბორატორიული ანალიზით მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ასევე მოწმდება დაავადებულ პურთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, მათ შორის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ირანში ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა. იმ მიკროავტობუსის მგზავრები, რომლითაც მამაკაცი აზერბაიჯანში გადაადგილდებოდა, ამირან გამყრელიძის თქმით, აზერბაიჯანის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]